ჩვენ შესახებ

“ვეება” – ძლიერი გამოცდილება და მუდმივი განვითარება.

კომპანია 2016 წლიდან დაფუძნდა შპს “ამწეს ” სახელით.ქართველ მომხმარებელს პირველმა შესთავაზა ევროპული კოშკურა ამწეების, სამშენებლო ლიფტების გაყიდვა/გაქირავება და მათი სრული მომსახურება. ეს წამოწყება წარმატებული აღმოჩნდა ,როგორც კომპანიისთვის ,ასვე ქართული ბაზრისთვის ,რადგან საქართველოში დაინერგა კოშკურა ამწეებით მშენებლობის ახალი სტანდარტი და კომპანია ბაზრის წილის 90%– ზე მეტს იკავებდა 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

2019 წელს “ამწემ “-მ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როცა გახდა SANY-ის ოფიციალური დილერი საქართველოსა და სომხეთში. SANY შედის სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების მსოფლიო ხუთეულში, ხოლო ჩინეთში არის ნომერ პირველი ბრენდი. SANY–ს მფლობელობაშია 40 ზე მეტი ქარხანა ჩინეთის მასშტაბით, ხოლო ჩინეთს გარეთ 8 მსხვილი საწარმო, მათ შორის ინდოეთი, ამერიკა, გერმანია, თურქეთი და ა.შ.

პარტნიორ ბრენდ Sany –სთან ერთად,2019 წლიდან დღემდე ჩვენს დავიკავეთ ბეტონის ტექნიკის ბაზრის 75% ზე მეტი და ვაგრძელებთ განვითარებას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას ქართულ ბაზარზე.

2022 წლის ბოლოს, კომპანიამ განახორციელა რებრენდინგი და „ვეება“–ს სახელით გააგრძელა ოპერირება, რადგან კომპანიამ მნიშვნელოვნად შეცვალა თავისი საქმიანობის მიმართულება. კოშკურა ამწეების გაყიდვა გაქირავებისგან, რომლებიც თავდაპირველად წარმოადგენდა კომპანიის ძირითად საქმიანობას, გადავიდა მძიმე სამშენებლო ტექნიკის გაყიდვაზე როგორიცაა საგზაო ტექნიკა, ექსკავატორები, თვითმცლელები, საპორტო ტექნიკა, საბურღი დანადგარები და ა.შ.

ჩვენი გუნდი

ვაკანსია

20%
18%
ლიზინგის ძირი
შედეგი
(ყოველთვიური გადასახადი)