შანხაიში ბაუმა 2024 ჩატარდა

Bauma 2024 ჩინეთში, შანხაიში, 26–29 ნოემბერს ჩატარდა, სადაც ვეებას გუნდი იმყოფებოდა. Bauma 1954 წლიდან ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება შანხაის საერთაშორისო ექსპო ცენტრში და აერთიანებს სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს მხოლოდ ჩინეთის მასშტაბით. მტავარი მიზანი, რასაც Bauma წლებია ემსახურება, არის ახალი ტექნიკის წარდგენა და ამ მხრივ განვითარებული ინოვაციები. Bauma-ს დიდი ნაწილი, რა საკვირველია, SANY-მ დაიკავა, როგორც ჩინეთში უმაღლესი ხარისხის ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ. პროდუქტი წარმოდგენილი ჰქონდა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება ბეტონის ტექნიკამ მიიპყრო. სამყაროს ელექტრიფიცირებას SANY-მ ფეხი იდეალურად აუწყო და ინოვაცია კმაყოფილი კლიენტების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით შემოგვთავაზა. ეს ინოვაციები გულისხმობს ენერგიის მიწოდების რამდენიმე რეჟიმს, მათ შორის: დატენვას, ელემენტის გაცვლას, ჩართვის სისტემებს და წყალბადის ტექნოლოგიას. SANY, როგორც წამყვანი სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი ჩინეთში, ემსახურება მართვის ხარისხის განვითარებას, რასაც ისინი ყოველდღე ამტკიცებენ საერთაშორისო ბაზარზე კმაყოფილი მომხმარებლით.

სანის 2024 წლის საერთაშორისო სამიტი

2024 წლის ნოემბრის თვეში ვეებას გუნდი SANY–მ ოფიციალური ვიზიტით მიიწვია ჩინეთში, ქალაქ კუნშანში, ერთ–ერთ უდიდეს ქარხანაში, სადაც დეტალურად განიხილეს თითოეული ტექნიკა და გაეცნენ ინოვაციებს. ქარხნის ტური სპეციალურად ვეებას გუნდისთვის იყო ორგანიზებული, წარმოების პროცესი დეტალურად გაიარეს, შეხვდნენ სხვადასხვა მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, ტური კი ექსკავატორების მომხიბვლელი შოუთი დასრულდა. ქარხნის ტურის დასრულების შემდეგ, მომდევნო 3 დღე დაეთმო SANY-ს 2024 წლის ყოველწლიურ საერთაშორისო სამიტს, სადაც მოწვეულნი იყვნენ მსოფლიოს მასშტაბით ოფიციალური დილერები. წლების განმავლობაში, სამიტის ფარგლებში ტარდებოდა ბიზნეს შეხვედრები და განიხილავდნენ კომპანიების მიერ შესრულებულ და სამომავლო გეგმებს, არც წლევანდელ სამიტს ჩაუვლია განსხვავებულად, წარმოდგენა კი ტრადიციისამებრ დაჯილდოვებით დასრულდა. ვეებას გუნდი მთელი 2024 წლის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა, რამაც მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი გამოიღო, სხვადასხვა ღონისძიებაში ყველასთვის შესამჩნევი გახდა თავის გამორჩეულობით, დაჯილდოვებისას კი 3 დამსახურებული ჯილდო აიღო: 1. SANY-ს N1 ოქროს დილერი 2. საუკეთესო გაყიდვების შესრულება 3. მაღალი ხარისხის სერვისი   ვეებას გუნდისთვის დიდი მიღწევაა ისეთი გიგანტი ბრენდის დილერებს შორის მოწინავე პოზიციაზე ყოფნა, როგორიც არის SANY, 2025 წელს კი მომხმარებელს მეტი საინტერესო სიახლე ელოდება.

SANY– ის ახალი თაობის ექსკავატორი

”ვეებამ” ”საქართველოს რკინიგზას”, ახალი თაობის ექსკავატორი გადასცა,რომელიც ეფექტური ბიზნეს პროცესებისა და გამართული სისტემების მეშვეობით წარმატებით განხორციელდა. SANY- ის წარმოების ერთ–ერთი ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი 21.5 –ტონიანი ექსკავატორი, შექმნილია ურთულეს სამშენებლო პროექტებზე სამუშაოდ. დღესდღეობით ბრენდი მსოფლიოში 41– ქარხანას ფლობს და მომხმარებელს ევროპულ ხარისხს სთავაზობს. სწორედ აღნიშნული ექსკავატორი არის ნათელი მაგალითი თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრების. რაც შეეხება ექსკავატორის ტექნიკურ მახასიათებლებს, ახალი თაობის SY215C- ექსკავატორი უკონკურენტოა თავის კატეგორიაში და აქვს იდეალური ხილვადობა. გაუმჯობესებული უსაფრთხოება იყო მთავარი პრიორიტეტი ახალი SY215C– ის დიზაინის შექმნისას, შესაბამისად ტექნიკას მოჰყვება მაღალი სპეციფიკის 270 და 360 გრადუსიანი ხედვის კამერები,რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სამუშაო ადგილის მონიტორინგი. აღნიშნული მოდელის საექსპლუატაციო წონა არის 21900 კგ. ხოლო ციცხვის მოცულობა კი 0.99. ამ ტექნიკას აქვს სრულიად ახალი cummins Tier 4 final ძრავა,რომელიც აკმაყოფილებს ყველაზე მკაცრ გარემოს დაცვით სტანდარტებს და მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის ხარჯს რაც ეხმარება ბიზნეს მეტი სარგებლის მიღებაში. აღჭურვილია სპეციალური სისტემით SANYLIVE–ით, რომელიც აკონტროლებს საწვავის მოხმარებას, მდებარეობის ისტორიას და აწვდის ნებისმიერი ხარვეზის შესახებ ინფორმაციას ოპერატორს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მუშაობის დროს,ეს კი უზრუნველყოფს პრობლემის სწრაფ დიაგნოსტიკას. ოპერატორის დაღლილობის შესამცირებლად სრულიად ახალ კაბინას გააჩნია ინტელექტუალური კლიმატის კონტროლის ფუნქცია საკაბელო სენსორებით,რაც ხელს უწყობს ტემპერატურის ავტომატურად დარეგულირებას ოპერატორის მიერ.

ვეებას წარმომადგენლობა ჩინეთში გამართულ გლობალურ სამიტს დაესწრო

2023 წლის 6–7 ივლისს, ”ვეებას” წარმომადგენლობა სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში, პრემიუმ კალისის ბრენდის SANY-ის მიერ გამართულ გლობალურ სამიტზე, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული დილერები იმყოფებოდნენ. ”ვეებამ”, როგორც SANY-ის ოფიციალურმა დილერმა საქართველოსა და სომხეთში, ვიზიტის ფარგლებში მხარეებთან ერთად განიხილა განვითარების ახალი გზები სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით. შეხვედრაზე აღინიშნა SANY–ისა და ”ვეებას” შორის პარტნიორობის მაღალი დონე, რასაც სომხეთსა და საქართველოში განხორციელებული წარმატებული პროექტები მოწმობს. შეგახსენებთ, რომ ”ვეება” SANY-ის ექსკლუზიური დილერია 2019 წლიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ერთობლივად 500-ზე მეტი პროექტი შევასრულეთ