ვეებას სერვის ცენტრი დაკომპლექტებულია SANY-ს სერვის ჯგუფის მიერ დატრენინგებული სპეციალისტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის ტექნიკურ მომსახურებას საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
სერვის ცენტრს აქვს წვდომა უმაღლესი ხარისხის ნაწილებსა და ტექნიკურ ბაზებზე. კომპანია მოთხოვნის შესაბამისად მართავს როგორც სერვის ცენტრს, ისე მობილურ ჯგუფებს, რომელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
ვეებას მიზანია ბაზარზე მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზება, რაც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების დროულ და ეფექტურ შესრულებას.