”ვეებამ” ”საქართველოს რკინიგზას”, ახალი თაობის ექსკავატორი გადასცა,რომელიც ეფექტური ბიზნეს პროცესებისა და გამართული სისტემების მეშვეობით წარმატებით განხორციელდა.
SANY- ის წარმოების ერთ–ერთი ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი 21.5 –ტონიანი ექსკავატორი, შექმნილია ურთულეს სამშენებლო პროექტებზე სამუშაოდ.
დღესდღეობით ბრენდი მსოფლიოში 41– ქარხანას ფლობს და მომხმარებელს ევროპულ ხარისხს სთავაზობს. სწორედ აღნიშნული ექსკავატორი არის ნათელი მაგალითი თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრების.
რაც შეეხება ექსკავატორის ტექნიკურ მახასიათებლებს, ახალი თაობის SY215C- ექსკავატორი უკონკურენტოა თავის კატეგორიაში და აქვს იდეალური ხილვადობა.
გაუმჯობესებული უსაფრთხოება იყო მთავარი პრიორიტეტი ახალი SY215C– ის დიზაინის შექმნისას, შესაბამისად ტექნიკას მოჰყვება მაღალი სპეციფიკის 270 და 360 გრადუსიანი ხედვის კამერები,რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სამუშაო ადგილის მონიტორინგი.
აღნიშნული მოდელის საექსპლუატაციო წონა არის 21900 კგ. ხოლო ციცხვის მოცულობა კი 0.99.
ამ ტექნიკას აქვს სრულიად ახალი cummins Tier 4 final ძრავა,რომელიც აკმაყოფილებს ყველაზე მკაცრ გარემოს დაცვით სტანდარტებს და მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის ხარჯს რაც ეხმარება ბიზნეს მეტი სარგებლის მიღებაში.
აღჭურვილია სპეციალური სისტემით SANYLIVE–ით, რომელიც აკონტროლებს საწვავის მოხმარებას, მდებარეობის ისტორიას და აწვდის ნებისმიერი ხარვეზის შესახებ ინფორმაციას ოპერატორს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მუშაობის დროს,ეს კი უზრუნველყოფს პრობლემის სწრაფ დიაგნოსტიკას.
ოპერატორის დაღლილობის შესამცირებლად სრულიად ახალ კაბინას გააჩნია ინტელექტუალური კლიმატის კონტროლის ფუნქცია საკაბელო სენსორებით,რაც ხელს უწყობს ტემპერატურის ავტომატურად დარეგულირებას ოპერატორის მიერ.