‘’ვეებამ’’ კომპანია ''ჰაიდელბერგს'' SANY –ის ულტრათანამედროვე ბეტონის სტაციონარი ტუმბოები გადასცა.
სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანია ‘’ჰაიდელბერგთან’’ პარტნიორობის ფარგლებში ‘’ვეებამ’’ SANY –ის 2023 წლის ბეტონის სტაციონარი ტუმბოები შეისყიდა და ”ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” გადასცა.
ევროპული წარმოების სტაციონარი ტუმბოები მნიშვნელოვან ტექნიკას წარმოადგენს ბიზნესის მფლობელებისთვის, სამშენებლო მასალების მწარმოებლებისთვისა და მომხმარებლებისთვის, რათა ხარისხიანად მოახდინონ სამშენებლო სამუშაოების წარმოება.
SANY –ის ბეტონის სტაციონარი ტუმბოები ყველაზე რთულ სამუშაო პირობებშიც კი მომხმარებელს მაქსიმალურ პროდუქტიულობას და ეფექტურობას სთავაზობს.
”ვეება” განვითარებაზე ზრუნვას განაგრძობს, რასაც კომპანიის ბრუნვის ყოველწლიური ზრდაც ადასტურებს, ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებულ ტექნიკას, რომლის ხარისხიც პროექტის წარმატებით დასრულებისას ისახება.