Bauma 2024 ჩინეთში, შანხაიში, 26–29 ნოემბერს ჩატარდა, სადაც ვეებას გუნდი იმყოფებოდა. Bauma 1954 წლიდან ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება შანხაის საერთაშორისო ექსპო ცენტრში და აერთიანებს სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს მხოლოდ ჩინეთის მასშტაბით. მტავარი მიზანი, რასაც Bauma წლებია ემსახურება, არის ახალი ტექნიკის წარდგენა და ამ მხრივ განვითარებული ინოვაციები.
Bauma-ს დიდი ნაწილი, რა საკვირველია, SANY-მ დაიკავა, როგორც ჩინეთში უმაღლესი ხარისხის ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ. პროდუქტი წარმოდგენილი ჰქონდა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ყველაზე დიდი ყურადღება ბეტონის ტექნიკამ მიიპყრო.
სამყაროს ელექტრიფიცირებას SANY-მ ფეხი იდეალურად აუწყო და ინოვაცია კმაყოფილი კლიენტების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით შემოგვთავაზა. ეს ინოვაციები გულისხმობს ენერგიის მიწოდების რამდენიმე რეჟიმს, მათ შორის: დატენვას, ელემენტის გაცვლას, ჩართვის სისტემებს და წყალბადის ტექნოლოგიას.
SANY, როგორც წამყვანი სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი ჩინეთში, ემსახურება მართვის ხარისხის განვითარებას, რასაც ისინი ყოველდღე ამტკიცებენ საერთაშორისო ბაზარზე კმაყოფილი მომხმარებლით.