2024 წლის ნოემბრის თვეში ვეებას გუნდი SANY–მ ოფიციალური ვიზიტით მიიწვია ჩინეთში, ქალაქ კუნშანში, ერთ–ერთ უდიდეს ქარხანაში, სადაც დეტალურად განიხილეს თითოეული ტექნიკა და გაეცნენ ინოვაციებს. ქარხნის ტური სპეციალურად ვეებას გუნდისთვის იყო ორგანიზებული, წარმოების პროცესი დეტალურად გაიარეს, შეხვდნენ სხვადასხვა მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, ტური კი ექსკავატორების მომხიბვლელი შოუთი დასრულდა.
ქარხნის ტურის დასრულების შემდეგ, მომდევნო 3 დღე დაეთმო SANY-ს 2024 წლის ყოველწლიურ საერთაშორისო სამიტს, სადაც მოწვეულნი იყვნენ მსოფლიოს მასშტაბით ოფიციალური დილერები. წლების განმავლობაში, სამიტის ფარგლებში ტარდებოდა ბიზნეს შეხვედრები და განიხილავდნენ კომპანიების მიერ შესრულებულ და სამომავლო გეგმებს, არც წლევანდელ სამიტს ჩაუვლია განსხვავებულად, წარმოდგენა კი ტრადიციისამებრ დაჯილდოვებით დასრულდა.
ვეებას გუნდი მთელი 2024 წლის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა, რამაც მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი გამოიღო, სხვადასხვა ღონისძიებაში ყველასთვის შესამჩნევი გახდა თავის გამორჩეულობით, დაჯილდოვებისას კი 3 დამსახურებული ჯილდო აიღო:
1. SANY-ს N1 ოქროს დილერი
2. საუკეთესო გაყიდვების შესრულება
3. მაღალი ხარისხის სერვისი
ვეებას გუნდისთვის დიდი მიღწევაა ისეთი გიგანტი ბრენდის დილერებს შორის მოწინავე პოზიციაზე ყოფნა, როგორიც არის SANY, 2025 წელს კი მომხმარებელს მეტი საინტერესო სიახლე ელოდება.