მიმდინარეობს SANY-ის 2023 წლის კოშკურა ამწეების მონტაჟი ანაგის სამშენებლო მოედანზე
მას შემდეგ, რაც პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება,კომპანიაში ყველაზე აქტიური პროცესები იწყება.
სამშენებლო კომპანია ”ანაგი დეველოპმენტსა” და ”ვეებას” შორის იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ჯიქიასა და კრწანისის სამშენებლო მოდენაზე SANY-ის კოშკურა ამწეების მონტაჟი მიმდინარეობს.
𝐒𝐀𝐍𝐘–ი რომელიც გლობალური ბრენდია მძიმე სამშენებლო ტექნიკის გარდა აწარმოებს თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებულ კოშკურა ამწეებს, რომელიც სრულად ადაპტირებულია ნებისმიერი სირთულის სამშენებლო პროექტებზე სამუშაოდ.
საქართველოში 𝐒𝐀𝐍𝐘–ის ექსკლუზიურად წარმადგენს ”ვეება” და მომხმარებელს სთავაზობს 2023 წლის 6–დან 16– ტონამდე ტვირთამწეობის კოშკურა ამწეებს.
პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე ”ვეებას” ინჟინერი და 𝐒𝐀𝐍𝐘–ის წარმომადგენელი ”ჯოუვიცინი”, ჩართულნი არიან მონტაჟის ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში და უზრუნველყოფენ მუდმივ დაკვირვებას პროექტის მიმდინარეობას.
”ვეებას” მთავარ პრიორიტეტს შრომის უსაფრთხოება წარმოადგენს, წინასწარ შედგენილი გეგმის საფუძველზე სამონტაჟო ჯგუფმა და პროექტში ჩართულმა პირებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა კოშკურა ამწეების სამონტაჟო რისკების ანალიზის შეფასებას და უსაფრთხო შრომის ინსტრუქციების დაცვას.