ვეებას წარმომადგენლობა ჩინეთში გამართულ გლობალურ სამიტს დაესწრო
2023 წლის 6–7 ივლისს, ”ვეებას” წარმომადგენლობა სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში, პრემიუმ კალისის ბრენდის SANY-ის მიერ გამართულ გლობალურ სამიტზე, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული დილერები იმყოფებოდნენ.
”ვეებამ”, როგორც SANY-ის ოფიციალურმა დილერმა საქართველოსა და სომხეთში, ვიზიტის ფარგლებში მხარეებთან ერთად განიხილა განვითარების ახალი გზები სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით.
შეხვედრაზე აღინიშნა SANY–ისა და ”ვეებას” შორის პარტნიორობის მაღალი დონე, რასაც სომხეთსა და საქართველოში განხორციელებული წარმატებული პროექტები მოწმობს.
შეგახსენებთ, რომ ”ვეება” SANY-ის ექსკლუზიური დილერია 2019 წლიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ერთობლივად 500-ზე მეტი პროექტი შევასრულეთ